გაკვეთილის გეგმა
|
გაკვეთილის თემა
|
პითაგოთას თეორემა
|
|
კლასი
|
VIII კლასი,
II საფეხური
|
|
მოსწავლეთა რაოდენობა
|
6 მოსწავლე
|
|
გაკვეთილის მიზანი/
|
მოსწავლემ პრაქტიკული ამოცანების
განხილვის მეშვეობით შეძლოს დასკვნის გამოტანა მარკუთხა სამკუთხედი გვერდებს შორის
დამოკიდებულების შესახებ, გაეცნოს პითაგორას თეორემას, ჩამოაყალიბოს და დაამტკიცოს
ის ერთერთი ხერხის მეშვეობით. მოსწავლემ შეძლოს პითაგორას თეორემის ჩამოალიბება და
დამტკიცება. მოსწავლემ შეძლოს პითაგორას თეორემის და მისი შებრუნებული თეორემის გამოყენება
ამოცანების ამოხსნისას და პრაქტიკულ საქმიანობაში.
მოსწავლე გააზრებულად აყალიბებს
ორივე თეორემას და ადეკვატურად იყენებს თეორიულ მასალას პრაქტიკული ამოცანების გადაწყვეტისას,
აანალიზებს, მსჯელობს , გამოაქვს შესაბბამისი დასკვნები, დამოუკიდებლად ირჩევს ამოცანის
ამოხსნის გზას და შეუძლია მისი რეალიძაცია.
|
|
გაკვეთილის მსვლელობა
|
საორგანიზაციო საკითხი (1წთ)
საშინაო დავალების შემოწმება
(1 წთ)
საჭირო არსებული ცოდნის გახსენება
და გააქტიურება, ზეპირი მაგალითების გამოკითხვით ვახდენ მოსწავლეთა აუცილებელი წინა
ცოდნის გაღრმავებას.(3 წთ)
შემდეგ მოსწავლეებს ვაძლევ
პრაქტიკულ სამშაოს, ააგონ რვეულებში მარკუთხა სამკუთხედები და მის გვერდებზე კვადრატები.
გამოთვალონ და შეადარონ ჰიპოტენუზაზე აგებული კვადრატის ფართობი და კათეტებზე აგებული
კვადრატების ფართობები(3წთ)
შემდე მოსწავლეებს წინასწარ
მომზადებული პრეზენტაციის მესვეობით ვაცნობ პითაგორას და მისი დამტკიცების 500-მდე ხერხის არსებობას
(2 წთ)
შემდეგ ვაყალიბებთ პითაგორას თეორემას და ვამტკიცებთ,
მისი
უკეთ გაგებისთვის ვხსნით სახელმძღვანელოდან 2-3
ამოცანას(10
წთ)
პრაქტიკულ ამოცანას მივცემ წყვილებში სამუშაოდ.(5
წთ)
შემდეგ მივცემ დავალებას დახაზონ განსხვავებული
სახის
სამკუთხედები(მახვილკუთხა,
ბლაგვკუთხა, მართკუთხა), ისევ
ააგონ
მათ გვერდებზე კვადრატები და განიხილონ მათი
ფართობები,
მოსწავლეები გააკეთებენ დასკვნას და
ჩამოაყალიბებენ
პითაგორას თეორემის შებრუნებულ თეორემას,
მოახდენენ
მის დამტკიცებას(7 წთ)
ამოვხსნით ამოცანებს ორივე თეორემის გამოყენებით(4
წთ)
შემდეგ კითხვებისა და სახელმძღვანელოში არსებული
ტესტების
და პრაქტიკული სამუუშაოს მეშვეობით მოხდება
ცოდნის
შეჯამება და შეფასება(8 წთ)
საშინაო
დავალების მიცემა და დამშვიდობება(1 წთ)
|
|
სასწავლო მასალა
|
სახელმძღვანელო, სახაზავი ფანქარი
საწერი კალამი, რვეული, თაბახის ფურცელი, დაფა, ცარცი, კომპიუტერი, პროექტორი, ინტერნეტი.
|
|
შეფასება
|
შეფასება მოხდება რუბრიკის საშუალებით
|
შეფასების რუბრიკა
|
კრიტერიუმი
|
1-2
|
3-4
|
5-6
|
7-8
|
9-10
|
|
მოსწავლე აყალიბებს და ამტკიცებს პითაგორას თეორემას და მის შებრუნებულ თეორემას
|
მოსწავლე ვერ აყალიბებს თეორემებს, ვერ ამტკიცებს თეორემებს
|
მოსწავლე ნაწილობრივ აყალიბებს თეორემებს, უჭირს ნახაზის აგება და ვერ
ამტკიცებს თეორემებს
|
მოსწავლე აყალიბებს თეორემებს დახმარებით, აგებს ნახაზს და უჭირს მათი
დამტკიცება
|
მოსწავლე აყალიბებს თეორემებს, აგებს ნახაზს და ამტკიცებს ხარაჩო მითითების
გამოყენების შემდგომ
|
მოსწავლელე შეუცდომლად აყალიბებს და ამტკიცებს პითაგორას თეორემას და
მის შებრუნებულ თეორემას დამოუკიდებლად
|
|
მოსწავლე იყენებს ორივე თეორემას ამოცანების ამოხსნისას და პრაქტიკულ
საქმიანობაში
|
მოსწავლე ვერ იყენებს თეორემებს ამოცანების ამოხსნისას და პრაქტიკული საქმიანობისა
|
მოსწავლე ნაწილობრივ იყენებს პითაგორას თეორემას და მის შებრუნებულ თეორემას
|
მოსწავლე იყენებს თეორემებს მხოლოდ მითითების და დახმარების შემდეგ და უშვებს გამოთვლებში
|
მოსწავლე დამოულიდებლად იყენებს რივე თეორემას ამოცანების ამოხსნისას
და პრაქტიკულ საქმიანობაში და ზოგჯერ უშვებს შეცდომებს
|
მოსწავლე დამოუკიდებლად იყენებს ორივე თეორემას ამოცანების ამოხსნისას
და პრაქტიკული საქმიანობისას
|